ბუნების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი კანონი, რომელსაც არ უნდა უღალატოთ

ბუნების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი კანონი, რომელსაც არ უნდა უღალატოთ

გიორგი თვალაძე ბუნების იმ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კანონზე საუბრობს, რომელსაც არ უნდა უღალატოთ.

 მაშ ასე, იმ ცნობილი ქოუჩის კიდევ ერთი რჩევა, რომელიც საინტერესო მეთოდებით ადამიანის აზროვნებაზე გავლენას ახდენს და ბევრისთვის წარმატება მოაქვს.

 ამონარიდი  გიორგი თვალაძის ადამიანი ოკეანე -დან  

— იცი რატომ ხდება დედამიწაზე ამდენი უბედურება?

— არა! – გაკვირვებულს წრიპინით აღმომხდა.

 იმიტომ, რომ უმეცრება ზეობს ადამიანში. ყველაზე დიდი უმეცრება კი – საზრისის გარეშე ცხოვრებაა. ადამიანებს არ აინტერესებთ ჭეშმარიტება, იმიტომ რომ – თავიანთი ჭეშმარიტება აქვთ. მათ რომ აინტერესებდეთ ჭეშმარიტება, უაზრო და არაფრის მომტანი სწავლებებითა და გართობებით კი არ გამოილაყებდნენ თავს, არამედ, სამყაროს უმარტივეს კანონს შეისწავლიდნენ.

— რა არის სამყაროს უმარტივესი კანონი, რომელიც ყველაფერს ანაცვლებს? – ვერ დავმალე ცნობისმოყვარეობა და თამამად ვკითხე.

— მიზეზ-შედეგობრივი კანონი! რომელსაც ზედმიწევნით სწორად ჩამოაყალიბებთ სიტყვით, მაგრამ, როგორც კი ქმედითობის დრო დადგება, იმ წამსვე გროშებად გაყიდით. თავად ის ფაქტი, რომ სიტყვა და საქმე ერთმანეთში გერევათ და იმის მეათედსაც კი არ აკეთებთ, რასაც ლაპარაკობთ, უკვე დასტური და ნათელი დემონსტრირებაა იმისა, რომ ამ ბუნების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კანონს ღალატობთ… თქვენი ცოდნა, თქვენსავე საზიანოდ გადგებათ… და ეს იმიტომ, რომ ღირსების გარეშე ფუჭია ცოდნის ფასი.

— კი მაგრამ, როგორ შეიძლება ადამიანური ღირსების ფორმირება? – აშკარად ვერ დავმალე უკმაყოფილება და ბრაზი.

 ღირსების ფორმირებას ახდენს პერსონალური ძალა! — კვლავ ცივი და შეუვალი პასუხი დამახვედრა მან.

— პერსონალური ძალა. – ბუტბუტით გავიმეორე მისი სიტყვები და განმარტების მოლოდინში გავჩუმდი.

— ეს ის კაპიტალია, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ადამიანი, ან მოიპოვებს, ან კარგავს. ეს არის ცოდნა, ცნობიერად შეგეძლოს მოახდინო გავლენა შენს ცხოვრებაზე. აბა ადექი და გულწრფელად უპასუხე საკუთარ თავს: ვახდენ თუ არა საკუთარ ცხოვრებაზე გავლენას?

— ჩვენ არ შეგვიძლია ყველაფერზე გავლენის მოხდენა… თუ შეგვიძლია? – თითქოს თავისით გამომცრაო სიტყვებმა… რაც აშკარად არ მესიამოვნა ჩემი თავისგან, იმიტომ რომ არაერთგვაროვანი პასუხი გავეცი… მე თვითონ არ ვიცოდი რა მეთქვა, მაგრამ ჩემმა სიამაყემ, რომელიც თითქოს მძიმე, ჟანგიანი ღუზასავით მეკიდა კისერზე, არ მომცა «არ ვიცი»-ს თქმის საშუალება. მე უხერხულად და ძალზედ უსიამოვნოდ ვგრძნობდი თავს, რადგან აშკარად ვგრძნობდი, რომ ის თავიდან ბოლომდე მშიფრავდა, განმიცდიდა… თითქოს გამჭვირვალედ მხედავსო… სასწაულია, ნამდვილი სასწაული.

 საკუთარ თავზე შეგიძლია! — მცირე პაუზის შემდეგ მკაცრად წარმოსთქვა მან… ცოტა ხანში კი კვლავ განაგრძო.

— ჩინელ მხედართმთავარს, სუნ ძის უთქვამს:

  • «ვინც წინასწარ თვლის და გეგმავს ბრძოლას, მას მეტი შანსი აქვს;
  • ვინც წინასწარ არ თვლის და არ გეგმავს ბრძოლას, მას ნაკლები შანსი აქვს.
  • ვისაც მეტი შანსი აქვს, ის იმარჯვებს;
  • ვისაც ნაკლები შანსი აქვს, ის ვერ იმარჯვებს.
  • ამიტომ, თუნდაც მხოლოდ იმის დანახვით, რომ ვიღაც წინასწარ თვლის და გეგმავს ბრძოლას, ჩემთვის უკვე ნათელია გამარჯვებული და დამარცხებული!»

 როგორ ზუსტადაა ნათქვამი! – თავადვე მოიწონა სუნ ძის სიტყვები, მცირე პაუზა გააკეთა, თითქოს მაცალა ბოლომდე გააზრება და განაგრძო:

— აი პასუხიც – ვისაც მეტი შანსი აქვს, იმარჯვებს! გამარჯვება წინასწარი მომზადებით იბადება.

— პერსონალური ძალა როგორ ფორმირდება? – ინტერესით და აშკარა ნდობით, მის სიბრძნეში და სიდიადეში ასი პროცენტით დარწმუნებულმა ვკითხე მე.

 საკუთარი თავის მართვით! 

Previous როგორ უნდა მოიქცეთ როდესაც გლანძღავენ, შურთ თქვენი და ეზიზღებით – მოხუცი სამურაის სიბრძნე
Next დროა დაეუფლოთ თვითქოუჩინგს

About author

You might also like

Business 0 Comments

როგორ უნდა მოიქცეთ როდესაც გლანძღავენ, შურთ თქვენი და ეზიზღებით – მოხუცი სამურაის სიბრძნე

იაპონიის ერთ—ერთ სოფელში ერთი მოხუცი სამურაი ცხოვრობდა.  ჰყავდა უამრავი მოსწავლე და დროის უმეტეს ნაწილს მათ წვრთნაში ატარებდა. ერთხელ, ვარჯიშის დროს მასთან მივიდა ახალგაზრდა მეომარი,  რომელსაც იმ მხარეში განსაკუთრებული უხეშობითა და სისასტიკით იცნობდნენ. მისი საყვარელი მეთოდი მოწინააღმდეგის ნერვებზე თამაში იყო, რითაც მწყობრიდან გამოჰყავდა ისინი. განრისხებული ადამიანები მას ორთაბრძოლაში იწვევდნენ, მაგრამ ბრაზისგან დაბრმავებულნი შეცდომას შეცდომაზე უშვებდნენ და მარცხდებოდნენ. ამ ახალგაზრდამ

Business 0 Comments

იბრძოლე შენი მიზნისთვის! დაიწყე დაწყებით

უკეთესად ვერ იცხოვრებ, თუ არ ეცადე, უკეთესი გახდე და არ არსებობს იმაზე მეტი ბედნიერება, როცა გრძნობ, რომ ნამდვილად ხდები უკეთესი! კარგი იქნება, ყოველი დღე იმაზე ფიქრით დავიწყოთ ადამიანებმა, შევძლებთ თუ

Business 0 Comments

ფარშევანგის სინდრომი, ანუ რა შეიძლება ამ ფრინველისგან ვისწავლოთ

ბერტრანდ რასელი არის ავტორი წიგნისა: „ბედნიერების დაპყრობა“, რომლის ერთ-ერთ თავშიც ის ფარშევანგზე საუბრობს. რასელი ამბობს, რომ როცა მამალი ფარშევანგი საკუთარ ბუმბულს დედალ ფარშევანგს აჩვენებს, ის გრანდიოზულად, ქედმაღლურად, შეიძლება ითქვას, ამპარტავნულადაც

0 Comments

No Comments Yet!

You can be first to comment this post!

Leave a Reply