როგორ უნდა მოიქცეთ როდესაც გლანძღავენ, შურთ თქვენი და ეზიზღებით – მოხუცი სამურაის სიბრძნე

როგორ უნდა მოიქცეთ როდესაც გლანძღავენ, შურთ თქვენი და ეზიზღებით – მოხუცი სამურაის სიბრძნე

იაპონიის ერთ—ერთ სოფელში ერთი მოხუცი სამურაი ცხოვრობდა.

 ჰყავდა უამრავი მოსწავლე და დროის უმეტეს ნაწილს მათ წვრთნაში ატარებდა.

ერთხელ, ვარჯიშის დროს მასთან მივიდა ახალგაზრდა მეომარი,

 რომელსაც იმ მხარეში განსაკუთრებული უხეშობითა და სისასტიკით იცნობდნენ.

მისი საყვარელი მეთოდი მოწინააღმდეგის ნერვებზე თამაში იყო, რითაც მწყობრიდან გამოჰყავდა ისინი. განრისხებული ადამიანები მას ორთაბრძოლაში იწვევდნენ, მაგრამ ბრაზისგან დაბრმავებულნი შეცდომას შეცდომაზე უშვებდნენ და მარცხდებოდნენ.

ამ ახალგაზრდამ მოხუცის დაცინვა და ლანძღვა-გინებაც დაიწყო. აფურთხებდა, უძლურს, მშიშარასა და ლაჩარს უწოდებდა. მოხუცი არაფერს იმჩნევდა და მშვიდად აგრძელებდა მოსწავლეებთან მუშაობას. ბოლოს და ბოლოს, ახალგაზრდა მიხვდა, რომ არაფერი გამოუვიდოდა და იქაურობა გაღიზიანებულმა დატოვა.

მოსწავლეები გააოცა მოხუცი სამურაის მოთმინებამ – მან ხომ ამდენი შეურაცხყოფა აიტანა, ამიტომ ჰკითხეს:

-რატომ არ გამოიწვიეთ ეს თავხედი ორთაბრძოლაში? ნუთუ დამარცხების შეგეშინდათ?

მოხუცი სამურაი წამით ჩაფიქრდა და შემდეგ კითხვითვე მიუგო:

– თუ თქვენ საჩუქარს მოგიტანენ, მაგრამ მას არ აიღებთ, მაშინ ვის დარჩება ეს საჩუქარი?

– რა თქმა უნდა, იმას, ვინც მოგვიტანა, თუ სხვას არ მისცა, – უპასუხეს მოსწავლეებმა.

– იგივე ხდება ლანძღვა-გინების, შურის, ბოღმისა და სიძულვილის შემთხვევაშიც. სანამ თქვენ არ მიიღებთ მათ, რჩება იმასთან, ვინც ისინი მოიტანა.

სიბრძნე ყველა დროისაა  <3

Previous აბსოლუტური პასუხისმგებლობის კანონი
Next ბუნების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი კანონი, რომელსაც არ უნდა უღალატოთ

About author

You might also like

Business 0 Comments

ტვინს გააჩნია ისეთი შესაძლებლობები, რაც ევოლუციის შედეგი არ უნდა იყოს!

რამაზ ხეცურიანი: ტვინს გააჩნია ისეთი შესაძლებლობები, რაც ევოლუციის შედეგი არ უნდა იყოს! 100 მილიარდი ნეირონიდან ერთმანეთს არცერთი არ ჰგავს. ისინი ერთმანეთთან კავშირებს დამოუკიდებლად ამყარებენ, ინფორმაციებს ცვლიან და თითქოს, ელაპარაკებიან კიდეც

Business 0 Comments

ბერების 10 მცნება, რომელიც გაიძულებთ, რომ შეიცვალოთ

1. თუ გიყვარს ადამიანი, არ ჩაერევი მის პირად ცხოვრებაში. შენ ვერ გაბედავ დაურღვიო მას შინაგანი საზღვრები. 2. მოეშვი იმაზე ფიქრს, როგორ მიიღო სიყვარული და დაიწყე მისი იქით გაცემა. რასაც გასცემ,

Business 0 Comments

ბუნების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი კანონი, რომელსაც არ უნდა უღალატოთ

გიორგი თვალაძე ბუნების იმ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კანონზე საუბრობს, რომელსაც არ უნდა უღალატოთ.  მაშ ასე, იმ ცნობილი ქოუჩის კიდევ ერთი რჩევა, რომელიც საინტერესო მეთოდებით ადამიანის აზროვნებაზე გავლენას ახდენს და ბევრისთვის წარმატება მოაქვს.  ამონარიდი

0 Comments

No Comments Yet!

You can be first to comment this post!

Leave a Reply