დროის მართვის კურსი, გაკვეთილი 2: დავალებების საცავი

დროის მართვის კურსი, გაკვეთილი 2: დავალებების საცავი

წინა გაკვეთილზე ვისაუბრეთ რომ ყველა დავალება უნდა ჩავიწეროთ და არცერთი დავალება არ უნდა დავიმახსოვროთ. როგორც პრაქტიკა აჩვენებს ადამიანების უმრავლესობა რომლებიც ამ პრინციპს მიმართავენ, მიდიან ერთ შეცდომამდე რომელიც ფაქტიურად ართულებს მათ ყოველდღიურ ცხოვრებას, ჩვენ ამ გაკვეთილში სწორედ ამ შეცდომაზე ვისაუბრებთ.

ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში რომაელებმა დაიწყეს ინგლისის დაპყრობა, როგორ მოხდა ეს, როცა რომაელების ახალმა იმპერატორმა გასცა ბრძანება ინგლისის კუნძულის დასაპყრობად, საფრანგეთის საზღვართან შეკრებილი იყო ძალიან დიდი რომაელების ჯარი, ამ დროს ინგლისში იცოდნენ, რომ მალე დაიწყებოდა შეტევა მათზე და შეკრიბეს რომაელებთან შედარებით გაცილებით დიდი ჯარი, დაახლოებით 30 000 ადამიანი და განალაგეს საზღვართან. თუ პირველი რომაელები შეუტევდნენ, დახვდებოდათ საზღვართან ძალიან დიდი წინააღმდეგობა და ვერ დაიპყრობდნენ ინგლისს. მაგრამ ისე მოხდა რომ, რომაელების შინაგანმა არმიამ უარი თქვა ლა-მანშის სრუტის გადალახვაზე, იმიტომ რომ მათ ამის გამოცდილება არ ქონდათ. მოხდა ისე რომ მათი მეორედ ჩასვლა გადაიდო 5 თვით. ამ დროს ინგლისის მხარეს სხედან და ფიქრობენ: რომაელები ვერ ცურავენ, შესაძლებელია საერთოდ ვერ გადმოცურონ სრუტე. გავიდა 5 თვე და დაიწყო მოსავლის აღების სეზონი, საჭირო გახდა ჯარისკაცების სახლშებში დაბრუნება. ისე მოხდა რომ პრაქტიკულად თითქმის ყველა ადამიანი დაბრუნდა სახლში იმისთვის რომ აეღოთ მოსავალი, ხოლო ბრძოლა მიწისთვის რომელზედაც იღებდნენ ისინი მოსავალს, მოსავლის აღების პროცესმა უკანა პლანზე გადაწია. სწორედ ამ დროს რომაელებმა გადაცურეს ლა-მანშის სრუტე და გადავიდნენ ინგლისის მიწაზე საბრძოლველად, მოხდა ისე რომ მათ უკვე არ ელოდებოდა 30 000 მდე მებრძოლისაგან შემდგარი ჯარი, მათ დახვდათ მცირე ადამიანების ჯგუფი, დაახლოებით 400 ადამიანამდე, რის შედეგადაც რომაელებმა ძალიან სწრაფად დაიპყრეს ინგლისი.

რისთვის მოვყევით ეს ისტორია 

წარმოიდგინეთ პროგრამისტი ვანო, რომელიც ერთი ჩვეულებრივი ადამიანია, როგორ იქცევა ადამიანი რომელიც იწერს დავალებებს, დავუშვათ, რომ მას დაავალეს მაღაზიაში წასვლა, ვანომ აიღო წებოვანი ქაღალდი (Sticker) დაწერა მასზე დავალება და მიაკრა ის მაცივარზე; შემდეგ ის მივიდა სამსახურში, მას დაავალეს წერილის გაგზავნა, ვანო ისევ Sticker-ზე წერს დავალებას და აკრავს კომპიუტერზე. რაღაც დროის შემდეგ მას ავალებენ კიდევ ერთ დავალებას, იწერს მას ბლოკნოტში, შემდეგ დავალებას წერს ქაღალდზე და იდებს შარვლის უკანა ჯიბეში, საბოლოო ჯამში ვანოს უგროვდება დაახლოებით 8-მდე დავალებების შესანახი ადგილი სადაც ის ინახავს დავალებებს. ძალიან საინტერესოა რაოდენ მარტივია გაიხსენო სასურველი დავალება მაშინ, როცა გჭირდება გაიხსენო თუ სად გაქვს ეს დავალება ჩაწერილი 

გაიხსენეთ წესი 7±2, ადამიანს ტვინში შეუძლია დაიმახსოვროს დაახლოებით 7 ობიექტი, გამომდინარე აქედან რაც უფრო ცოტა ობიექტი გვაქვს შენახული, მით უკეთესი. იდეალურია როცა ჩვენს თვალწინ მიმდინარე დავალებაა ნაჩვენები რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ და  მხოლოდ ერთ დავალებების შესანახი წყარო გვაქს. ამ დროს ჩვენთვის მარტივია დავალებების კონტროლი, მაშინ, როცა პროგრამისტ ვანოს 30-მდე დავალება სხვადასხვა ადგილას აქვს ჩანიშნული, დამეთანხმებით, რომ ძალიან ძნელია მათი კონტროლი. მაგალითად საჭიროა გაიხსენოს, რომ სახლში წასვლამდე მაღაზიაში უნდა შევიდეს, ვინაიდან ეს დავალება მას ჩაწერილი აქვს მაცივარზე მიკრულ სტიკერზე, იგი ჯერ უნდა მივიდეს სახლში, ნახოს მაცივარზე მაცივარზე მიკურლ ქაღალდზე დაწერილი დავალება და შემდეგ შეასრულოს.

ახლა წარმოიდგინეთ, რომ ვანო თავის ყველა დავალებას ინახავს ერთ ადგილას, დავუშვათ რომ მას აქვს, 1,2,3,4 და ა.შ. დავალება ჩანიშნული ბლოკნოტში. ის ყოველდღიურად ჩახედავს ბლოკნოტში და მარტივად მიხვდება თუ რომელი დავალება უნდა შეასრულოს დღეს, ყველა დავალება მის თვალწინაა, ასე ის გაცილებით მარტივად შეძლებს დავალებების კონტროლს.

გამომდინარე ნაამბობიდან, მეორე წესი რომელიც უნდა გაითავისონ ადამიანებმა რომელთაც სურთ რომ შეისწავლონ დროის მართვა, არის ის, რომ აუცილებელია გქონდეთ დავალებების მხოლოდ და მხოლოდ ერთი წყარო, ყველა იმ ინფორმაციის შესანახად რომელიც ეხება თქვენს დავალებებს. ადამიანებმა რომლებმაც გაითვალისწინეს ეს წესი ძალიან მალე დარწმუნდნენ იმაში, რომ:

  1. უფრო ნაკლებ დროს და რესურსს ხარჯავენ;
  2. უფრო ნაკლებად ავიწყდებათ დავალებები;
  3. აქვთ არჩევანი დაალაგონ დავალებები პრიორიტეტების მიხედვით და გადაწყვიტონ რომელი დავალების შესრულებაა მათთვის მისაღები დღის კონკრეტულ მონაკვეთში და რომელი არა.

ამიტომაც, მეორე წესი რომელიც თქვენ უნდა გაითავისოთ არის ის რომ შეინახოთ ყველა დავალება  მხოლოდ და მხოლოდ ერთ ადგილას.

მე მაქვს თქვენთვის დავალება, დაასახელეთ წყარო კომენტარებში სადაც ინახავთ დავალებებს.

Previous დროის მართვის კურსი, გაკვეთილი 1: მთავარი წესი
Next ცნობიერების დონეთა იერარქია — ეს არის უკიდეგანო თავისუფლების შეგრძნება…

About author

You might also like

Business 0 Comments

Sali Hughes on facial sunblocks

Nam in pharetra nulla. Cras aliquet feugiat sapien a dictum. Sed ullamcorper, erat eu cursus sollicitudin, lorem orci condimentum ante, non tincidunt velit dolor eget lacus. Ut dolor ex, gravida

Business 0 Comments

Paris fashion week AW14: the 10 key trends – in pictures

Nam in pharetra nulla. Cras aliquet feugiat sapien a dictum. Sed ullamcorper, erat eu cursus sollicitudin, lorem orci condimentum ante, non tincidunt velit dolor eget lacus. Ut dolor ex, gravida

Business 0 Comments

ფარშევანგის სინდრომი, ანუ რა შეიძლება ამ ფრინველისგან ვისწავლოთ

ბერტრანდ რასელი არის ავტორი წიგნისა: „ბედნიერების დაპყრობა“, რომლის ერთ-ერთ თავშიც ის ფარშევანგზე საუბრობს. რასელი ამბობს, რომ როცა მამალი ფარშევანგი საკუთარ ბუმბულს დედალ ფარშევანგს აჩვენებს, ის გრანდიოზულად, ქედმაღლურად, შეიძლება ითქვას, ამპარტავნულადაც

0 Comments

No Comments Yet!

You can be first to comment this post!

Leave a Reply