დროის მართვის კურსი, გაკვეთილი 1: მთავარი წესი

დროის მართვის კურსი, გაკვეთილი 1: მთავარი წესი

ჩვენ გვაქვს ჯაჭვი, როგორ ფიქრობთ რომ გაწელოთ რომელ ადგილას გაწყდება ის?

სწორი პასუხია, გაწყდება იქ სადაც ყველაზე სუსტი რგოლია, იქ სადაც ყველაზე სუსტი ბმულია…

საინტერესოა რომელიმე თქვენგანს წაუყვანია ბავშვები ლაშქრობებში?

წარმოიდგინეთ ასეთი სიტუცია, თქვენ ხართ გიდი რომელსაც მიჰყავს პატარა ბავშვები ლაშქრობაში, თქვენ გყავთ 20 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, რომელთა ასაკია 10-12 წლამდე. ისინი მძიმე ჩანთებით მოდიან თქვენთან ერთად ტყეში, წარმოიდგინეთ რომ ტყეში არიან ცხოველები, ქვეწარმავლები, მწერები და თქვენი მოვალეობაა A წერტილიდან B წერტილამდე ბავშვების გადაყვანა შებინდებამდე, მანძილი ძალიან დიდია, დაახლოებით 10 კილომეტრი. თქვენი მიზანია როგორმე უზრუნველყოთ ის რომ ბავშვებმა იარონ ერთ მწკრივად და თანაბარი სწრაფი სიჩქარით.

მსგავს შემთვევაში უმეტესად ადამიანები ფიქრობენ რომ მიმართონ შემდეგ (არასწორ) მეთოდებს: შეაშინონ ბავშვები, ან გადააბან ერთმანეთზე რომ მწკრივიდან არ ამოვარდნენ, ან მოიფიქრონ რაიმე თამაში პროცესის ასაჩქარებლად და ა.შ.

არსებობს მეთოდი თუ როგორ  უნდა გადაიჭრას პრობლემა:

ჩვენ ყველაზე სუსტი ბავშვი უნდა დავაყენოთ ჯგუფის თავში, ანუ ყველაზე წინ, რის შედეგადაც მთელი გუნდი იმოძრავებს ამ ბავშვის მოძრაობის სიჩქარით, თუმცა ნელა. მაგრამ თუ ჩვენ ამ ბავშვის ჩანთაში არსებულ ნივთებს გადავუნაწილებთ მთელს გუნდს ან მხოლოდ  გუნდში ყველაზე ძლიერს მაშინ გუნდის მოძრაობის სიჩქარე გაიზრდება, შებინდებამდე მივაღწევთ დანიშნულების ადგილამდე და გადავურჩებით ტყის ბინადრებს.

ზოგადად ასე ხდება, როცა სისტემის მუშაობა ფერხდება ჩვენ უნდა ვიშოვოთ ყველაზე სუსტი რგოლი და როგორმე უნდა გავზარდოთ ამ რგოლის მუშაობის სიჩქარე.

იცით დროის მართვისათვის რა წარმოადგენს ადამიანში ყველაზე სუსტ რგოლს? რაც არ უნდა უცნაური იყოს პასუხი ძალიან მარტივია, ეს არის ჩვენი ტვინი 

რატომ?

იმიტომ, რომ თქვენ ალბათ გაგიგიათ ან პირველად გესმით წესი 7±2, საქმე იმაშია რომ ერთდროულად ადამიანს შეუძლია საკუთარ გონებაში დაიჭიროს ან გააანალიზოს 7±2 ობიექტი. რას ნიშნავს ეს? ჩავატაროთ ექსპერიმენტი, ქვემოთ მოცემულია სურათები რომელზეც გამოსახულია თითები, გამოიცანით რომელ სურათზე რამდენი თითია ნაჩვენები:

როცა ერთი ხელითაა გამოსახული რაოდენობა თქვენი ტვინი ამაზე არ ფიქრობს, ხოლო როცა ორი ხელითაა ნაჩვენები მაგალითად 6 თითი, თქვენი ტვინი უკვე იწყებს ფიქრს რომ დაითვალოს რამდენი თითია გამოსახული ჯამურად. თქვენ ჯერ ერთ ხელს უნდა შეხედოთ დაიმახსოვროთ რამდენი თითია, მერე მეორეს და დაიმახსოვროთ, მერე შეკრიბოთ და ა.შ. ანუ ტვინი უკვე იწყებს ფიქრს. თქვენს ტვინს აქვს შესაძლებლობა 3-4 ობიექტი დაიმახსოვროს მარტივად და გამოიყენოს ის რაიმეს ფორმულირებაში, ხოლო 4 ობიექტის შემდეგ მას უკვე უჭირს ობიექტების დამახსოვრება და ის იწყებს ფიქრს.

მაგალითად როგორ ხდება ეს ბუნებაში?

წარმოიდგინეთ არსებობს ადამიანი, ახალზარდა მამა, რომელსაც ყოველ დილით მიჰყავს შვილი საბავშვო ბაღში და იქიდან მიდის სამსახურში. ერთ დღეს სახლიდან გასვლის წინ მას ცოლი აბარებს ასეთ რამეს: როცა მიიყვან ბავშვს საბავშვო ბაღში, ტანსაცმელი გამოუცვალე მას. ანუ მამის ტვინში ჩაიწერა დაბარება, როგორც დავალება ერთი: ტანსაცმლის გამოცვლა. სანამ გავიდა მამა სახლიდან კიდევ ერთი რამ დაავალა მას მეუღლემ: შეიარე მაღაზიაში არ დაგავიწყდეს, ესეც დავალება ორი: მაღაზიაში გავლა, ეზოში ჩასულ მამას მეზობელმა შესძახა: როდის დამუბრუნებ ხერხს და სახრახნს რომელიც რომელიც გათხოვე? ესეც დავალება სამი: ხერხის და სახრახნის დაბრუნება. სანამ მამა საბავშვო ბაღში მიიყვანს შვილს დავუშვათ რომ მის ტვინში ჩაიწერა ეს დავალებები, ხოლო როცა ის მივიდა საბავშვო ბაღში იქ კიდევ უთხრეს რომ დღეს აუცილებელია რომ ბავშვი ბაღიდან წაიყვანოს 2 საათით ადრე, კიდევ ერთი დავალება. მივიდა ის ბაღიდან სამსახურში, მას ავალებენ კიდევ უამრავ სხვადასხვა პრიორიტეტის დავალებებს. როცა დავალებების რაოდენობა გადააჭარბებს 7 -ს, დავალებები დაიწყებენ ამოვარდნას / დაკარგვას ტვინიდან,  თუ დაიკარგება დავალება მაღაზიაში გავლა, ეს იქნება პატარა პრობლემა რომელსაც მამა გადაეყრება, ხოლო თუ მას დაავიწყდება შვილის ბაღიდან 2 საათით ადრე გამოყვანა ეს უკვე იქნება სერიოზული პრობლემა მისთვის, ის დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ცოლი მას ამ საქციელს არ აპატიებს.

ადამიანის ტვინი არის ორგანო, რომელიც არ არის განკუთვნილი ინფორმაციის შესანახად, ის პირველ რიგში განკუთვნილია მის დასამუშავებლად. პირველი წესი დროის მართვის არის შემდეგი: თქვენ პირველ რიგში უნდა გაათავისუფლოთ თქვენი ტვინი ინფორმაციის შენახვისაგან. ნებისმიერი ინფორმაცია რომელიც წარმოადგენს დავალებას უნდა ჩაიწეროთ. როგორც კი დაგავალებენ ან გავალებენ რაიმე სახის დავალებას აუცილებლად ჩაიწერეთ ის სადმე, თქვენ უნდა გაგაჩნდეთ რაიმე სახის წყარო, სადაც მოახდენთ დავალებების ჩაწერას / შენახვას, ეს შეიძლება იყოს დღიური, ბლოკნოტი, მობილური აპლიკაცია, ვებ-გვერდი და ა.შ. მაგრამ ყველა დავალება, ყველაზე მარტივიც კი, აუცილებელია რომ ჩაიწეროთ, იმისათვის რომ თქვენი ტვინი იყოს მუდმივად თავისუფალი და მარტივად დაამუშაოს ინფორმაცია. გამომდინარე აქედან, ვიმახსოვრებთ დროის მართვის პირველ წესს: ყველა დავალება უნდა ჩავიწეროთ!

მე მაქვს თქვენთვის დავალება, დაწერეთ წყარო კომენტარებში სად იწერთ / ინიშნავთ დავალებებს, მე წავიკითხავ თქვენ კომენტარებს და მოგცემთ რეკომენდაციებს, სად უკეთესია რომ ჩაწეროთ თქვენი დავალებები.

Previous 10 ფაქტი ტვინის შესახებ – თუ გინდათ, რომ შეუძლებელი შეძლოთ
Next დროის მართვის კურსი, გაკვეთილი 2: დავალებების საცავი

About author

You might also like

Business 0 Comments

Paris fashion week AW14: the 10 key trends – in pictures

Nam in pharetra nulla. Cras aliquet feugiat sapien a dictum. Sed ullamcorper, erat eu cursus sollicitudin, lorem orci condimentum ante, non tincidunt velit dolor eget lacus. Ut dolor ex, gravida

Paris fashion week AW14: the 10 key trends – in pictures

Nam in pharetra nulla. Cras aliquet feugiat sapien a dictum. Sed ullamcorper, erat eu cursus sollicitudin, lorem orci condimentum ante, non tincidunt velit dolor eget lacus. Ut dolor ex, gravida

Business 0 Comments

ტვინს გააჩნია ისეთი შესაძლებლობები, რაც ევოლუციის შედეგი არ უნდა იყოს!

რამაზ ხეცურიანი: ტვინს გააჩნია ისეთი შესაძლებლობები, რაც ევოლუციის შედეგი არ უნდა იყოს! 100 მილიარდი ნეირონიდან ერთმანეთს არცერთი არ ჰგავს. ისინი ერთმანეთთან კავშირებს დამოუკიდებლად ამყარებენ, ინფორმაციებს ცვლიან და თითქოს, ელაპარაკებიან კიდეც

0 Comments

No Comments Yet!

You can be first to comment this post!

Leave a Reply